fbpx

გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელების გამოხმაურებებზე: ეს ხალხი აუცილებლად დაინახავს, რომ ჩვენ გავალთ სამშვიდობოს, მშვიდობაც გვექნება, ეკონომიკური წინსვლაც და ევროკავშირშიც ვიქნებით

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მსგავსი ზეწოლა ქვეყანაზე აქამდეც ყოფილა, მაგალითად სანქციებთან დაკავშირებით, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ. ახლა კი აღიარებენ რომ სანქციებმა არ გაამართლა და ამ ნაბიჯს ქვეყნის ჩამოქცევა მოჰყვებოდა. გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით 27 ქვეყნის ელჩის დე-მარშსაც იხსენებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც სტრასბურგის გადაწყვეტილებამ საერთაშორისო პარტნიორების სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.

„ჩვენ გვახსოვს 27 ელჩის დემარში იუსტიციის მინისტრთან, იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი, წამებული, მას არ უვლიდნენ შესაბამისად და ა.შ. სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. სად არიან 27 ქვეყნის ელჩები და საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპარლამენტარები? რატომ არ უხდიან ბოდიშს ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ თავზე გადაახია მათ ეს განცხადებები სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე და მის წამებაზე.
ყველა იტყვის, რომ ყოჩაღად მოიქცა საქართველო. ჩვენ გვახსოვს, მათ შორის. სანქციებთან დაკავშირებული ზეწოლები. თითქოს ჩვენ, რუსეთისთვის სანქციები უნდა დაგვეწესებინა მაშინ, როდესაც ახლა უკვე ბორელმაც აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციებმა არ გაამართლა. ჩვენ კი ჩამოგვექცეოდა ქვეყანა. ეს ხალხი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვები, აუცილებლად დაინახავენ, რომ ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. მშვიდობაც გვექნება, ეკონომიკური წინსვლაც და ევროკავშირშიც ვიქნებით.“- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება