fbpx

გურამ მაჭარაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციები აქამდე ვის ემორჩილებოდნენ, ამას ვერ ვარკვევდით და ახლა ვის უცხადებენ დაუმორჩილებლობას ამაზე გვიპასუხონ

„რას ნიშნავს „უმრავლესობას არ ვემორჩილები“?! მაშინ დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი არ ხარ და თუ ასეა, მაშინ შენ როგორც გინდა ისეთი გადაწყვეტილება მიიღე,“ – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ კანონს ვინც დაარღვევს დაისჯება იმ სანქციებით, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

მისივე თქმით, კანონი გამჭვირვალობის შესახებ საერთოდ არ ითვალისწინებს ორგანიზაციების დახურვის საკითხს და მხოლოდ ჯარიმებით შემოიფარგლება.

„აქამდე ვის ემორჩილებოდნენ, ამას ვერ ვარკვევდით და ახლა ვის უცხადებენ დაუმორჩილებლობას ამაზე გვიპასუხონ. თუ თავიანთ პატრონებს უცხადებენ დაუმორჩილებლობას, ეს მათი ნებაა, დანარჩენ შემთხვევაში, კანონს ვინც დაარღვევს, მიიღებს იმ სანქციებს, რაც არის დაწესებული კანონის მიხედვით.

ორგანიზაციების დახურვის თემა კანონში საერთოდ არ არის გათვალისწინებული, არის ჯარიმები. თუ ჯარიმა დაეკისრება და ვერ გადაიხდიან, ეს მათი ბრალია იქიდან გამომდინარე, რომ კანონი უნდა დაიცვა. რას ნიშნავს „უმრავლესობას არ ვემორჩილები“?! მაშინ დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი არ ხარ და თუ ასეა, მაშინ შენ როგორც გინდა ისეთი გადაწყვეტილება მიიღე, მაგრამ კანონს, რომელიც უმრავლესობამ მიიღო, ყველა უნდა დაემორჩილოს,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება