fbpx

გრეტა წიწავა-ერთი საქმით რომ ხარ ცნობილი და სინამდვილეში სულ სხვა, შავ საქმეს ეწევი, სწორედ მაგათ არ უნდათ გამჭვირვალობა და არეულობას ლობირებენ შინ და გარეთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ითქვა, რომ უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებას და შენახვას ახორციელებდნენ.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ადრე თუ ცნობილი იყო „ნაცების კასრები“, ახლა დაემატა „პირადი კასრები“.

„ერთი საქმით რომ ხარ ცნობილი და სინამდვილეში სულ სხვა, შავ საქმეს ეწევი, სწორედ მაგათ არ უნდათ გამჭვირვალობა და არეულობას ლობირებენ შინ და გარეთ…
შსს ბრიფინგი იყო შოკი -ადრე ხომ ვიცოდით ამაზრზენი “ნაცების კასრები”… ახლა დაემატა “პირადი კასრები”-წერს გრეტა წიწავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება