გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური მონიტორინგი ჩაუტარდება

გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური გამოკვლევა-გამოცდისსამუშაოები ჩაუტარდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემმუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესი ესტაკადის კონსტრუქციულიელემენტების ტექნიკურ შემოწმებას, მათი გამძლეობისა და ფუნქციონალურობისშეფასებას მოიცავს.„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება.განსაკუთრებული ადგილი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ქუჩების განახლება-რეაბილიტაციას უჭირავს. ასევე, ყურადღებას ვუთმობთ მიწისქვეშაკომუნიკაციების მოწყობას, შეცვლას. კრიტიკას ვერ უძლებს სხვადასხვა უბანში,ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამიტომ, სადაც შევდივართსამუშაოებით, პირველ რიგში, მას ვაწესრიგებთ. განსაკუთრებული მნიშვნელობააქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხსაც, რაც შესაბამისი სამსახურების მიერპერიოდულად მოწმდება. მონიტორინგის მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტოინფრასტრუქტურის უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირებისუზრუნველყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადის გამოკვლევა-გამოცდისსამუშაოები 19 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.„დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ პერიოდში, ღამის საათებში (02:00-დან06:00-მდე) გმირთა მოედნის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობადღეგამოშვებით, სრულად შეიზღუდება. მსგავსი პროფილაქტიკური ღონისძიებებიხელს უწყობს პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებას“, – აღნიშნა კახაკალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება