გლდანის რაიონის გამგეობა III მიკრორაიონის N3ა–3ბკორპუსებთან, დაახლოებით 1 305 კვადრატულ მეტრ ფართობზე,სკვერის რეაბილიტაციას იწყებს.ტერიტორიაზე განხორციელდება არსებული უკანონოავტოფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად მრავალფუნქციურისივრცე შეიქმნება.მოსახლეობისთვის მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთაგასართობი და ფიტნეს ზონები, ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი,დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები,ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგება ბალახი დადაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭიროინფრასტრუქტურა. აღნიშნულ სამუშაოებზე გამგეობისბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯება.პროექტის დაწყების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას გლდანისრაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ მიაწოდა.