გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას განაგრძობს –
რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატება.
შესაბამისი სამუშაოები ქერჩის N7-ში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ,
დაიწყო. სამუშაოები, დაახლოებით 1300 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება
გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები –
დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო
ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 347 200
ლარი დაიხარჯება.
პროექტის დაწყების პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება