fbpx

გიორგი ღამბაშიძე: სალომე ზურაბიშვილს აშკარად იმედი აქვს, რომ საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე სააკაშვილს ჩაანაცვლებს და მას სამშობლოს ღალატის ჩამონათვალშიც აჯობებს

„ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში ზურგს უნდა გვიმაგრებდეს სამშობლოზე შეყვარებული და ერთგული ადამიანი, დღეს კი მოღალატედ გვევლინება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც დიდი საშლელით წაშალა „პ“ ასო და რეზიდენტად მოგვევლინა.“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი გიორგი ღამბაშიძე წერს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს აშკარად იმედი აქვს, რომ საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე სააკაშვილს ჩაანაცვლებს და მას სამშობლოს ღალატის ჩამონათვალშიც აჯობებს.

„დღეს ომი გვაქვს უხილავ მტერთან, რომელსაც არჩეული აქვს ქართული ცნობიერების, საღი აზრის, ზნეობის, მორალის, სიკეთის, სიყვარულის, რწმენის და ყველა იმ ფასეულობის განადგურება, რაზეც ჩვენი ისტორია, კულტურა და იდენტობა დგას, რის გამოც შეიძლება ქართველს ქართველი ეწოდოს!

ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში ზურგს უნდა გვიმაგრებდეს სამშობლოზე შეყვარებული და ერთგული ადამიანი, დღეს კი მოღალატედ გვევლინება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც დიდი საშლელით წაშალა „პ“ ასო და რეზიდენტად მოგვევლინა.

იგი მთავარსარდლის საპატიო სტატუსით უნდა სარგებლობდეს დამსახურებულად, მაგრამ 26 მაისს ისე სამარცხვინოდ მიმართა იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც ფიცი უნდა დაედოთ, რომ მათ წინ „თვითმარქვია”, უსამშობლო, უცხო ადამიანი იდგა, რომელიც მათ შიშზე, უიმედობაზე და წარუმატებელ სამშობლოზე ესაუბრა.

ზურაბიშვილი არ მოერიდა დემოკრატიული არჩევნების გზით, უმრავლესობის ნდობით აღჭურვილი ხელისუფლების არაჯანსაღ, უადგილო კრიტიკას და ტყუილებით, ორმაგი სტანდარტებით გაჯერებული ტექსტით, ურცხვად მიმართა მსმენელებს, რითაც შეეცადა ნიჰილიზმის შეტანას საზეიმო განწყობის ნაცვლად!

ზურაბიშვილი დიდი ხანია კონსტიტუციის დარღვევით, ყველა ღონეს ხმარობს, რომ საქართველოს ძირი გამოუთხაროს, პარტნიორ ქვეყნებთან სამშობლო დაამციროს, დემოკრატია ფეხქვეშ გათელოს და ორმაგი სტანდარტებით როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევაში დაეხმაროს რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლის მოსურნეებს.

ოღონდ სამომავლოდ ლიდერის პოზიცია დაიმკვიდროს, „ეშმაკსაც“ მიჰყიდა სული და 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი რეალური სახე, რომ მას არ უყვარს სამშობლო და მისთვის პრეზიდენტობა რადიკალიზმის გაღვივების ინსტრუმენტი და ქვეყნის შიგნით, გარე თუ შინა მტრებთან ერთად დაგეგმილი მზაკვრული ჩანაფიქრების განხორციელების საშუალებაა.

მან თავისი გამოსვლით „ასიამოვნა“ „გლობალურ პატრონებს” და „ერთგულება შეჰფიცა“ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

მან სიტყვის წარმოთქმისას, საქართველოს არცერთი ისეთი მიღწევაც კი არ ახსენა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ანუ, უბრალოდ, სამშობლოთი არ იამაყა!

ზურაბიშვილს აშკარად იმედი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საერთაშორისო დონეზე სააკაშვილის კრიმინალად აღიარების შემდეგ, მისი შანსები გაიზარდა ლიბერალური ფაშიზმის უკვე მორგებულ (!) მანტიაზე მაღალი წოდების „სამხრეები“ დაიკრას, მიშა ჩაანაცვლოს საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე და სამშობლოს ღალატის ჩამონათვალშიც აჯობოს მას.

თუმცა, რას უნდა ველოდოთ სხვას იმ წინაპრის შთამომავლისგან, ვინც თავის დროზე ქვეყანა მიატოვა, თავი გადაირჩინა და სამშობლო ბოლშევიკების პირისპირ მხოლოდ მსხვერპლად შეწირული გმირების ანაბარად დატოვა.

საქართველოს საზოგადოება 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამსახურებულ პასუხს გასცემს მოღალატე პ-რეზიდენტს.“ – წერს გიორგი ღამბაშიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება