თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო წლებისგანმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, – ამის შესახებთბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.მისი თქმით, მათ შორის არის ზონალური პარკირების რეფორმა, რომლის ერთ-ერთიმიზანი ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების შემცირებაა. ასევე, განხორციელდატაქსების რეფორმის სამი ეტაპი.„თბილისის პარკინგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის ერთ-ერთიპრინციპული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 13 000-მდე საპარკინგე ადგილიუკვე არის გამოყოფილი. არის მოწესრიგებული სისტემა და არა ქაოსური,ამასთანავე, ის მნიშვნელოვნად აწესრიგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვისწვდომას პარკირებებთან, ვიზიტორებისთვის კი ეს პროცესი გამარტივებულია. ამპროგრამის ერთ-ერთი მიზანიც არის ის, რომ სატრანსპორტო ნაკადებისშემცირებაზეც დადებითად აისახოს“, – აღნიშნა ტყემალაძემ.ელექტრომობილებზე საუბრისას, ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ქალაქის მთავრობასყოველთვის აქვს წახალისებისა და ხელშეწყობის პოლიტიკა.„ელექტრომობილებთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვართ განსაკუთრებულადდახმარების რეჟიმში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ყველანაირად ხელიშევუწყოთ და წავახალისოთ ეს მიმართულება. ის გადაწყვეტილებაც, რომ უკვედამატებით 200 დამტენი იქნება ჩვენს ქალაქში, ამ მიდგომის კიდევ ერთი ნათელიმაგალითია, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ტყემალაძემ.თბილისის ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, ვიცე-მერმა ხაზი გაუსვა, რომმიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს რეფორმა შედგა.„ამ თემაზე ნამდვილად იყო ბევრი აზრთა სხვადასხვაობა, ბევრი საუბარი იმასთანდაკავშირებით, ხომ არ იყო ნაადრევი, რამდენად იქნებოდა გამართლებული, თუმცაყველანი ვთანხმდებით, რომ ეს რეფორმა ნამდვილად შედგა და დღეს, როგორცმოსახლეობას, ისე ტურისტებს, აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უსაფრთხო და კომფორტული სერვისით, ვიზუალურ მხარეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ რეფორმის მესამე ეტაპი უკვე დასრულებულია“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.