გიორგი აფრასიძე- სპეცოპერაციის დასრულების მერე, ვერტმფრენიდან ცეცხლი გახსნეს, საიდანაც სახლს ცეცხლის ალი მოედო. ბაბუა დაჭრილი იყო სახლში და ითხოვდნენ, შეეშვათ- არც ერთ მეზობელს იმის საშუალება არ მისცეს, რომ შესულიყვნენ და დაჭრილი ადამიანი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოეყვანათ

საქართველოს პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული გიორგი აფრასიძე აფრასიძეების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საუბრობს. „სპეცოპერაციის დასრულების მერე, როცა გოჩა და ომეხი სახლიდან გამოიყვანეს, ბევრი ვერტმფრენი დაფრინავდა და ერთ-ერთი ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს, რაღაც ყუმბარა ესროლეს, საიდანაც სახლს უკვე ცეცხლის ალი მოედო. ვინც იქ, ჩემს გვერდით იყვნენ, ყველამ იცოდა, რომ ბაბუა დაჭრილი იყო, სახლში იყო და ითხოვდნენ, შეეშვათ სახლში, რომ დაჭრილი ადამიანი სახლიდან გამოეყვანათ და არც ერთ მეზობელს იმის საშუალება არ მისცეს, რომ შესულიყვნენ და დაჭრილი ადამიანი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოეყვანათ“,-განაცხადა გიორგი აფრასიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება