„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს. როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტი კი 102.1 პროცენტით შესრულდა. „საქართველოს ეკონომიკა მარტში 9 პროცენტით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3 პროცენტით გაიზარდა მხოლოდ ფაქტები რეალობისა და მითების განსასხვავებლად: მითი: საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია, უარყოფითი ეკონომიკური ზრდა – 3.4 პროცენტი იქნება რეალობა: საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა (I კვარტალი) IMF, WB, EBRD, ADB – საქართველოს ეკონომიკის ზრდას 5.5-6 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებენ მითი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაფიქსირდება – 1 აშშ დოლარი = 3.1 ლარს რეალობა 1 აშშ დოლარი = 2.75 ლარს მითი სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკლისი 1.3 – 1.6 მილიარდი დოლარი იქნება რეალობა სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1 პროცენტით შესრულდა (I კვარტალი)“, – წერს გიორგი აბაშიშვილი.