გივი მიქანაძე: როგორც ჩანს გარე ძალებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გარკვეულად გაყონ თავისი მოთამაშეები, „კრებსითი ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომდაც შედარებით ამათთან დაკავშირებულები რომ არ არიან, ანუ ამ შემთხვევაში „ლელოზე“ და გახარიაზე მაქვს განსაკუთრებული აქცენტი ახლა იკვეთება სურათი, როდესაც როგორც ჩანს გარე ძალებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ გარკვეულად გაყონ თავისი მოთამაშეები, „კრებსითი ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომდაც შედარებით ამათთან დაკავშირებულები რომ არ არიან, ანუ ამ შემთხვევაში „ლელოზე“ და გახარიაზე მაქვს განსაკუთრებული აქცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებში „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო მონაწილეობა ემსახურება საზოგადოების მოტყუების მცდელობას თითქოს ისინი არ არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და ამის სახით შეძლონ წაიღონ ოპოზიციის ხმები. „თუმცა როგორ არ არიან დაკავშირებული, აგერ კომისიის მუშაობამაც ცალსახად აჩვენა როგორ არიან განსაკუთრებით „ლელოს“ ლიდერები დაკავშირებული ამ პროცესებთან. გახარიაზე საუბარიც არ არის, ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობასთან“ კავშირებზე, მე ვიძახი იმას, როდესაც პრემიერობიდან გადადგა და ვიცით მაშინ გააკეთა განცხადება, რომ ნიკა მელიას არ დაჭერის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება და შემდგომში საკრებულოს არჩევნებში რაც გააკეთა და როგორ შეეხნენ სხვებს გასაგებია, მაგრამ აქ იკვეთება ასეთი მცდელობა, როგორც ჩანს, რომ აი ის ადამიანები, რომლებიც ვერანაირად ვერ ასაბუთებენ, რომ ისინი რაღაც ახალი ძალა არის და გამიჯნული არიან თუნდაც მიხეილ სააკაშვილისგან, ეს ადამიანები ბოლომდე რადიკალიზაციის გზას დაადგნენ, რომ ისინი გაემიჯნონ ამ პროცესს და ამით გარკვეულწილად ურჩობა გამოავლინონ და საზოგადოება გარკვეულწილად მოატყუონ, რომ ვითომ ეს ორი ძალა, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში „ლელო“ და გახარია, ესენი თითქოს ნაკლებად არიან ამ ყველაფერთან დაკავშირებული და არაფერ შუაში არ არიან და ისინი შეეცდებიან, რომ მიიღონ მონაწილეობა, უფრო სწორად ამ კუთხით მიდის ეს პროცესი და შემდგომში ორიენტირი არის, რომ ის ხმები, რომელიც ამ ძალებს შეიძლება ჰქონდეთ წაიღონ. ეს სცენარი იკვეთება უკვე ცალსახად და არის მორიგი სცენარი იმ კონტექსტში, რომ იქნებ რაღაცა შეძლონ და საზოგადოებაში გარდამტეხი მომენტი შეიტანონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.