ამ ადამიანებს ვურჩევ, რომ შეაკეთონ თავიანთი დამწვარი მუსტანგები. გაავრცელონ თავიანთი ბოდვითი იდეები, ოღონდ რევოლუციის გარეშე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ყველამ უნდა იცოდეს, უნდა იცოდეს ხაზარაძემაც, ჯანაშიამაც, სხვა რჯულის ავაზაკებმაც, გადამტრიალებლებმა თუ გადმომტრიალებლებმაც, რომ საკადრისი პასუხი ყველას გაეცემა. არჩევნები ჩატარდება ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრული დაცვით“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
თეიმურაზ ჯანაშიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს წინარევოლუციურ პროცესში.
„ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.