ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტარების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული ტოქსიკური განცხადებები საბოლოოდ სწორედ მათი პროტეჟეების – ნაცრადიკალების – ინტერესებს აზიანებს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, უმჯობესია, რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთმა ქომაგმა, რასა იუკნევიჩიანემ ისაუბროს ევრობლოკში არსებულ არადემოკრატიულ, აღმაშფოთებელ ფაქტებზე. „რაც უფრო მეტ ტოქსიკურ ბრიყვობას იტყვიან ევროპარლამენტარები საქართველოზე, მით უფრო აზიანებენ მათ პროტეჟეებს, ნაცრადიკალებს. უმჯობესია, რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთმა ქომაგმა, რასა იუკნევიჩიანემ ისაუბროს ევრობლოკში არსებულ არადემოკრატიულ, აღმაშფოთებელ ფაქტებზე, პოპულარული პარტიების აკრძალვაზე, რუმინეთის შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებაზე და მემარჯვენეთა პოზიციების დევნაზე. ისრაელის სახელმწიფოს აქვს სამაგალითო ტრადიცია დიპლომატიაში – ევროკრატიიდან, ვინც კი ეწინააღმდეგება მის სახელმწიფოებრიობას, ცხადდება პერსონა ნონ გრატად, ბრიუსელის ფლიდური შეშფოთება-აღშფოთების მიუხედავად.“ – წერს აბაშიძე.