,,იქს ნიუს”-ის დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი:
დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია:
თბილისის საქალაქო სამართლოს მოსამართლე ბატონი ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც დღეს, 2022 წლის 16 მაისს 10:20 სთ-ზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს პარლამენტის 6-ე მოწვევის წევრს (2004-2007 წლებში), საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრს(2008 წ. 31 იანვარი, 2008 წლის 27 ოქტომბერი), საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს(2007 წლის მარტიდან) , საქართველოს განათლების ყოფილ მინისტრს (2008 წლის 27 ოქტომბერი-2009 წლის 7 დეკემბერი) ნიკა გვარამიას , მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 2 აპრილის N226 ბრძანებულებით( ზუსტად იმ დროს, როდესაც აწ უკვე მსჯავრდებული ნიკა გვარამია გენპროკურორის პირველი მოადგილე გახლდათ!) !!!
ბატონი ლაშა ჩხიკვაძე 2007 წლის 2 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №226 ბრძანებულებით დაინიშნა მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
ბატონი ლაშა ჩხიკვაძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 4 აპრილის №1/56-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.ბატონი ლაშა ჩხიკვაძე 2007-2013წწ. უფლებამოსილებას ახორციელებდა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში.
ბატონი ლაშა ჩხიკვაძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 06 თებერვლის №1/16 გადაწყვეტილებით დანიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
– მე მხოლოდ მშრალი ფაქტები დავწერე!
კომენტარები და დასკვნები ყველა ნორმალურ და საღად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია გააკეთოს:
– დღეს საქართველოს სასამართლო ხელისუფლება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია!!!
დიდი მადლობა ამისათვის პირველ რიგში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, აწ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს და ქართული სამართალდამცავი სისტემის რეფორმის ერთ-ერთ ფუძემდებელს და განმახორციელებელს 2004-2012 წლებში , აწ მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას!!!