თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტისმთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ასობითავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს, რაც რეკრეაციული სივრცისსაგრძნობლად გაზრდას ნიშნავს.„სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული სივრცის სრულირეაბილიტაცია მიმდინარეობს. საუბარია 26 000-მდე კვ.მ-ზე. აქვე მინდა, მადლობაგადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის, რადგან ასობითფარეხის დემონტაჟი ხორციელდება. ამ მოწესრიგებულ, განახლებულ სივრცეებსგამოიყენებთ ისევ თქვენ და თქვენი შვილები, იქ მცხოვრები ოჯახები. დემონტაჟიხდება უსახური ფარეხების, რომელიც იყო გამოუყენებელი, იკავებდა დიდტერიტორიებს და ვიზუალურად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა.სამუშაოების მნიშვნელოვანი კომპონენტი გამწვანებაა – ტერიტორიაზე შევანოყიერი მიწა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანენარგავი. მოეწყობა სარწყავი სისტემები. გათვალისწინებულია ატრაქციონებისმოწყობა პატარებისთვის, გაკეთდება სპორტული მოედნები, სასეირნო ბილიკები,გარე განათება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, პროექტი მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.