გარდაბნის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. სოფლებში, ადგილობრივებთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე გამოვლინდა საჭიროებები, რომლებიც „სოფლის მხარდამჭერი პროგარმის“ ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელდება: სარწყავი სისტემის კეთილმოწყობა
სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები
გზისპირა მოსაცდელების მშენებლობა
ხიდბოგირების და გადასასვლელების მშენებლობა/რეაბილიტაცია
გარე განათების მოწყობა
საგანმანათლებლო დაწესებულებების, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა
სკვერები/სარეკრიაციო სივრცეების კეთილმოწყობა