განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვისა და მათთვის შესაბამისი ცენტრის გახსნის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ შენობა დროებითი სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს“ გადასცა. მოგვიანებით კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები გლობალური ჰუმანიტარული ორგანიზაცია ADRA-ს და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Polish Aid-ის ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. გარდა ამისა, შენობა აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.
გახსნის ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, მერის მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი, ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ჯაბა დვალიძე და ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს“ დირექტორი ნანა იაშვილი ესწრებოდნე