გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა

ტურნირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 2008 წლის 8 აგვისტოს
რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის, ლევან
დევდარიანის სახელობისაა და წელს უკვე მეცხრედ გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობა რვა გუნდმა მიიღო. ჩემპიონატი „ლელაშხას” გამარჯვებით
დასრულდა. მეორე ადგილი „ლაშხეთმა“, მესამე კი „სტიჩმა“დაიკავა.

გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები
გადაეცათ.

ტურნირი ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) მოქმედი წესების
შესაბამისად ჩატარდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება