გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი ვაზიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და ახალგაზრდობის მიმართულებით მერიის პრიორიტეტებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით პირადად მუნიციპალიტეტის მერისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.