fbpx

გამოცემა Politico-მ ოლივერ ვარჰეის მუქარასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატია, სადაც თავდაპირველად ეწერა, რომ მან მოიბოდიშა, შემდეგ კი ტექსტი შეცვალა

პოლიტიკა

24 მაისი 2024, 00:21/ სანდო წყარო

გამოცემა Politico-მ ოლივერ ვარჰეის მუქარასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატია, სადაც თავდაპირველად ეწერა, რომ მან მოიბოდიშა, შემდეგ კი ტექსტი შეცვალა

გამოცემა Politico-მ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით გაჟღერებული მუქარის შესახებ გავრცელებული განცხადების შესახებ სტატიაში ტექსტი შეცვალა.

კერძოდ, გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით – “ევროკომისარი უარყოფს, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაემუქრა”, თავდაპირველად ეწერა, რომ “ევროკომისარმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს განუცხადა, რომ “ძალიან ფრთხილად ყოფილიყო”.

ამჟამად, აღნიშნული ფორმულირებით ტექსტი აღარ იძებნება და სტატიაში ვკითხულობთ: “ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ მისი სიტყვები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან დაკავშირებით, კონტექსტიდან იქნა ამოღებული მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” ლიდერმა თქვა, რომ ეს იყო ბოროტი შეთქმულების ნაწილი”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

კობახიძის განცხადებას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება