ბონდო მძინარაშვილი-გამომცემლობა „სამშობლოდან“ ხალხის გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ პრეტენზია მაქვს იმიტომ, რომ ქუჩაში გამოყარეს ადამიანები და აღარ იცოდნენ სად წასულიყვნენ

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საუბრობს. ის ეხმიანება გამომცემლობა „სამშობლოს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ გამომცემლობიდან „ხალხის გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური“. „გამომცემლობა „სამშობლოდან“ ხალხის გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. მე ვგულისხმობ იმას, რომ პატარ-პატარა გამომცემლობები და რედაქციები იყო, მაგრამ იყო ასევე დიდი რედაქციები. ფაქტობრივად ხუთჯერ გამოიცვალა ოფისი გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“. გაზეთი „თბილისი“ ფაქტობრივად აღარ გამოდიოდა, ასევე, გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, რომელიც ერთ-ერთი პირველი გაზეთი იყო, რომელშიც სერიოზული რეფორმა განახორციელა პაატა ნაცვლიშვილმა, იმ დროისთვისაც კი. საერთოდ გაუქმდა გაზეთები. საქართველოში გაზეთები აღარ არსებობდა თუ არ ჩავთვლით იმ გაზეთებს, რომლებიც გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში აღარ იყვნენ. სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ პრეტენზია მაქვს იმიტომ, რომ ქუჩაში გამოყარეს ადამიანები, რომლებსაც ზოგს ჰქონდა საპენსიო ასაკი და იმ პენსიას მაინც მიიღებდა, მაგრამ ქუჩაში უსამსახუროდ აღმოჩნდნენ ადამიანები. 10-ში გაიღვიძეს და იცოდნენ, რომ შენობაში უნდა მისულიყვნენ და იქ არავინ შეუშვებდა და 11-ში უკვე აღარ იცოდნენ სად უნდა წასულიყვნენ ეს ადამიანები. უცბად დაკარგეს სამუშაო ადგილები, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ბევრი ადამიანი სახლიდან აღარ გამოსულა და ჩაქრნენ ის ადამიანები. ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა იყო იმ დროისთვის გამომცემლობა „სამშობლოსი“- განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება