ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში მესამედ გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 60-ზე მეტი მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის ღვინო იყო წარმოდგენილი.ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისკონკურსი, რომელშიც წარდგენილ ღვინოს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ღვინისექსპერტები და სომელიეები აფასებდნენ.ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა ოქროს მედლის მფლობელიღვინოები. კონკურსში ოქროს მედალი ბოლნისიდან „ქობულაძის მარანმა“, „მუხიგული1770“-მა, „რაჭისუბანმა“, „მადლიერმა“, „უნიონმა“ და „ბოლნისის ძველმა მარანმა“დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებიდან ოქროს მფლობელ 11 ღვინოსდაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი იტალიაში მერანოს ღვინისფესტივალზე წარადგენს.ფესტივალს რეგიონული განვითარების მინისტრი, კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები,ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, საქპატენტის თავმჯდომარესოსო გიორგაძე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობისა და კომპანია„არემჯის“ წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა ტრიო „სამანი“, ანსამბლი „იალონი“ და ტრიო„რუსთავი“.ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.ფესტივალის წარმდგენი იყო კომპანია „არემჯი“, ხოლო მხარდამჭერები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო,საქპატენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი და მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება