ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი,ბუბა გობეჯიშვილი,ბოლნისელ სპორტსმენებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

რუმინეთსა და ესტონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში ბოლნისელმა სპორტსმენებმა, ზვიად ლომსაძემ, ლაშა მარკოსიანმა, ვეტერანმა სპორტსმენებმა ირაკლი მახაშვილმა და რატი რეხვიაშვილმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.ირაკლი მახაშვილმა მარცხენა ხელით, ხოლო რატი რეხვიაშვილმა მარჯვენა ხელით იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. ზვიად ლომსაძემ მარჯვენა ხელით დიდებში დალაშა მარკოსიანმა მარცხენა ხელით ახალგაზრდებში ვერცხლის მედლები დაიმსახურეს.მაისის ბოლოს ლატვიაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა ვეტერან ძიუდოისტებს შორის,რომელშიც ბოლნისელი ვეტერანი ძიუდოისტი ირაკლი მიბჩუანი მონაწილეობდა. იგი 100კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესისპოპულარიზაციას და ადგილობრივ სპორტსმენებს წამახალისებელ ფულად ჯილდოსგადასცემს.შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსი, თეონა აბრამიშვილი, ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორი, დავით ყიფშიძე და ბოლნისის ძიუდოს სკოლის მთავარი მწვრთნელი,შერმადინ დადვანი ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება