ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან, იროდი უგრეხელიძესთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ ,,განთიადს” ესტუმრა, აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები გადასცა. დღის ცენტრის ბენეფიციარები კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საახალწლო ღონისძიებით დახვდნენ.საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“ ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. დღის ცენტრი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.