fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მერიის სივრცითი მოწყობისა და
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად,
სიონისა და არსენ იყალთოელის ქუჩებზე ქვაფენილის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს
გაეცნო.
დავით შერაზადიშვილმა, ასევე, მოინახულა დიმა ლაზარეიშვილის ქუჩა, რომლის
ქვაფენილით მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში,
ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა 260 გრძივი მეტრი.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება,
რომელთა ღირებულებამ ჯამში 2 100 000 ლარამდე შეადგინა.

,,დღეს, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან,
კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისში სიონისა და არსენ იყალთოელის
ქუჩებზე ქვაფენილის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გავეცანი. აღსანიშნავია, რომ
ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული
სამუშაოები. მნიშვნელოვან მიმართულებას წელსაც საგზაო ინფრასტრუქტურის
მოწესრიგება წარმოადგენს.
წელს ქალაქს ქვაფენილით მოკირწყლული 8 ქუჩა შეემატება. დღეს, ასევე, მოვინახულე
დიმა ლაზარეიშვილის ქუჩა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე
დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა 260 გრძივი
მეტრი.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება,
რომელთა ღირებულებამ ჯამში 2 100 000 ლარამდე შეადგინა“-განაცხადა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება