ბესიკ ამირანაშვილი,სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქშია გახსნილი. მათ შორის, ახალციხეშიც, სადაც შესაბამისი პირობებია შექმნილი, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა მშვიდ გარემოში შეძლონ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა.

მინდა თითოეულ აბიტურიენტს, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს, ვუსურვო გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სწავლის სასურველ უნივერსიტეტში გაგრძელება.

მჯერა, თქვენი სურვილები, სულ მალე რეალობად იქცევა და თქვენი ცოდნით, შრომისმოყვარეობითა და პატრიოტიზმით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარების გზაზე.

საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ ამირანაშვილი,
სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება