ძალიან წყნარად მიმდინარეობს პროცესები, რეფორმა თითქმის უმტკივნეულოდ დასრულდა და წლის ბოლოს უკვე იქნება ის შედეგი, რომ მომავალ წელს კინოცენტრი იფუნქციონირებს ყველა იმ ხარვეზის გარეშე, რომელიც აქამდე ჰქონდა, – ამის შესახებ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბაჩო ოდიშარიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ხარვეზი ბევრი იყო. მათ შორის ის, რომ არ არსებობდა კონკრეტული კონკურსების კონკრეტული თარიღები. ახლა ყველაფერი კარგადაა – კინოცენტრი მიიღებს იმ ფორმას, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა და იქნება მოქნილი სერვისების მიმწოდებელი ამ დარგის წარმომადგენლებისთვის. მომავალი წლიდან თვალსაჩინო იქნება, როგორ ეფექტიანად იმუშავებს კინოცენტრი. ის კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება კარგი ქართული ფილმის შექმნისადმი დახმარების გაწევაზე“, – აღნიშნა ოდიშარიამ.