fbpx

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აღინიშნება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო
დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია
საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.
ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის
განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ
პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების
დასასრულს, 20:00 საათზე, გაიმართება „რანინას“ კონცერტი.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე, აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში.
კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე –
კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი;
მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი, 9 აპრილის სახელობის ბაღი; ვაკე, 14:00-17:00 საათი,
ციციშვილის სახელობის სკვერი; ისანი, 16:00-19:00 საათი, ვაზისუბის IV მ/რ, 1-ელი
კვარტალი, კორპ. N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი.

დედაენის ბაღი, საბავშვო გასართობი პროგრამა:
17:00-21:30 სთ
❖ საბავშვო ლიტერატურის გამოფენა – გაყიდვა;
❖ ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა;
❖ ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე;
❖ ბროშების დამზადების სადგური;
❖ მეზღაპრის კუთხე;
❖ თითების თეატრის წარმოდგენები;
❖ VR სივრცე -გასართობი და შემეცნებითი თამაშებით;
❖ საპნის ბუშტების შოუ;
❖ ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ;
❖10-მდე საბავშო-გასართობი სადგური;
❖საბავშვო ატრაქციონები;

❖ მინი გოლფი;
❖სკეიტ შოუ;
❖ფოტოზონა-გიფერი;
❖დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი
თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა;
❖ზღაპრის გმირები;
❖18:00-19:00-თოჯინების სპექტაკლი „ჟოზე“;
❖20:00- რანინას კონცერტი
დასწრება თავისუფალია!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება