ახალი ამბები ბელგიიდან,ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე აქვეყნებს-არეულობა მას მერე დაიწყო რაც კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიცია სკუტერით მოძრავ 19 წლის ახალგაზრდას გამოეკიდა…

ბელგიური ტელეკომპანია RTL-ის ცნობით ბრიუსელის კვარტალ ანდერლეხტში მთელი ორი დღის განმავლობაში მიდიოდა შეტაკებები პოლიციას და ანდერლეხტის მოსახლეობას შორის.
არეულობა მას მერე დაიწყო რაც კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიცია სკუტერით მოძრავ 19 წლის ახალგაზრდას გამოეკიდა, რომელიც მიმალვის მცდელობისას მაღალის სიჩქარით მოძრავი სკუტერით ავარიაში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.


ქუჩაში გამოსულმა ანერლეხტის მოსახლებამ ქვები დაუშინა პოლიციას. დაწვეს და დაამტვრიეს ქუჩის პარკინგზე გაჩერებული მანქანები, ცეცხლი წაუკიდეს საბურავებს და წესრიგის დასაცავად მოსულ პოლიციელებს ესროდნენ. შეტაკებები პოლიციასა და ანდერლეხტის მოსახლეობას შორის 20 საატი გაგრძელდა, მანამ სანამ პოლიციის სპეც დანიშნულების რაზმმა თავის თავზე არ აიღო წესრიგის აღდგენა. ტელეკმპანია RTL-ის ინფორმაციით, სპეც ოპერაციის შედეგად დაპატიმრებულია 45 კაცი, ასევე მძიმედაა დაშავებული რამოდენიმე პოლიციელი რომელბიც ბრიუსელის სან-ჟილის ჰოსპიტალში არიან გადაყვენილი,ავტორი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე

გაუზიარე!

Shares