ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ სიღნაღში კონფერენცია სახელწოდებით “წარსულის ხმა” გაიმართა

პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართულობით მივიწყებული ისტორიული მემკვიდრეობის აღმოჩენასა და შესწავლას.

ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების 50-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა და საკუთარი სოფლების შესახებ მივიწყებული ან / და ნაკლებად ცნობილი ისტორიები წარმოადგინეს.ჟიურის მიერ სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვება შემდეგ სკოლებს ხვდათ წილად:

ბოდბისხევის საჯარო სკოლა;

ანაგის საჯარო სკოლა;

მაღაროს საჯარო სკოლა.

ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანზორ მეგრელიშვილი და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის თავმჯდომარე ილია ფიფია ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება