რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ ის არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში ვერ მოვა, ამიტომ ბოროტ განზრახვას და რევოლუციურ სცენარს, რომელიც ისედაც ჩავარდნილია, თავი უნდა დაანებოს, ვინაიდან ქართველ ხალხში ამ სცენარს მხარდაჭერა არა აქვს. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამის ილუზორული იმედი აქვს მიზეზი ხელისუფლებასთან პოლემიკაში ჩართული აშშ-ის საელჩოა. როდესაც საელჩომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა, ამით დიპლომატიური სივრციდან გავიდა. ეს მაშინ როცა ყველა საერთაშორისო მისიამ და დამკვირვებელმა ცნო და აღიარა, რაღაც დროის შემდეგ კი ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ ეჭქვეშ დააყენა.აცხადებს პოეტი დავით მაღრაძე.