სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ, ქართული ჟურნალისტიკის დღე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს მიულოცა. მან საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან ერთად ჟურნალისტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჟურნალისტების უმნიშვნელოვანეს როლს საზოგადოებაში. მათი შრომა და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის. გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო გზას თქვენს პროფესიულ კარიერაში,“ – განაცხადა დავით ბახტაძემ.



