ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ დაათვალიერა. პროექტით დაგეგმილია ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 653 800 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო N2’’ აწარმოებს.