fbpx

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება

საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით პაპაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის სრული რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგაც მოსწავლეები განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებენ განათლების მიღებას.
 დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 573 270 ლარია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება