ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ზურაბაშვილმა, მერის მოადგილემ ლევან ბერიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაბა ასპინძის N1 და N2 საბავშვო ბაღების, სოფლების – თმოგვის, ტოლოშის, რუსთავისა და ძველის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მოინახულეს, ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად სათამაშოები გადასცეს.