ასპინძის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურადმიმდინარეობს

დაბა ასპინძაში ჩიხების რეაბილიტაცია გრძელდება, რომელსაც ტენდერში
გამარჯვებული კომპანია შპს ,,არალი’’ აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში ეწყობა ასფალტბეტონის საფარი და სხვა საგზაო
ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ მერიის
შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
პროექტი გარდამავალია და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება