ასპინძის კულტურის ცენტრში პირველობა ნარდში ჩატარდა

ნარდში ჩატარებულ პირველობაზე მონაწილეობდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნარდის მოყვარულები, როგორ მამაკაცები ასევე ქალები.

პირველობაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის მოადგილემ ლევან ბერიძემ საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები თასით, სიგელებით და შესაბამისი ხარისხის მედლებით დააჯილდოვა. პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულ მონაწილეებს საჩუქრად ნარდი გადაეცათ.

ღონისძიება ჩატარდა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება