ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ბერიძემ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში საჯარო სკოლების ასპინძის და ივერიის გამარჯვებულ გუნდებს სპორტული ფორმები გადასცეს, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025’’ -ის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გოგონებისა და ბიჭების გუნდებისათვის საჩუქრად შეიძინა. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის გუნდები უახლოეს მომავალში ,,სპორტული ოლიმპიადა- 2025’’- ის რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.
