საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის განცხადებით, ეს მთავრობა წასასვლელია.
მელაშვილმა “ფორმულასთან” ინტერვიუში “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არაფრის გამკეთებელი და უმაქნისი უწოდა.
“ეს მთავრობა წასასვლელია… არაფრისგამკეთებელ, უმაქნის მთავრობასთან გვაქვს საქმე. ესენი უნდა შეიცვალონ, თუ ქვეყნის განვითარება გვინდა. პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ ახლა. წასასვლელები არიან იმიტომ, რომ მე ვნახე ვინ არიან, ვაანალიზებ იმას, რაც ხდება გარეთ და იქაც ვიცი რა ხდება, სადაც ჩართული ვარ. ამიტომ უვარგისები არიან, წასასვლელები არიან”. – განაცხადა ივერი მელაშვილმა.
შეგახსნებთ, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. აღნშნული მიმართვა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეეცვალას გულისხმობდა. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.