ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება

ნაძალადევის რაიონში, კიდევ ერთი სივრცის განახლება იგეგმება. კერძოდ, ანაპის
414-ე დივიზიის ქუჩაზე სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში
დაიწყება. ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე
შეიქმნას, რათა მეტ ადამიანს ჰქონდეს მათი გამოყენების შესაძლებლობა
დასვენებისა და ვარჯიშისთვის.
„ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე შესრულდება გამწვანებისა და
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდება შადრევანი, განათების ბოძები,
ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყობა სარწყავი და
ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ტენდერი დასრულებულია და ამ ეტაპზე, გამარჯვებულ
კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს, რის
შემდეგაც, უახლოეს მომავალში, შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება