fbpx

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი 27 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული ორმხრივი და  რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება