fbpx

ავჭალაში, ბერიაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ ქუჩას აწესრიგებს.

ზარბეგ ბერიაშვილის ქუჩაზე სამუშაოების შედეგად, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, 3 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგება, რისთვისაც დაახლოებით, 600 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება