„ამ ადამიანებს უდიდესი როლი მიუძღვით გამარჯვებაში, მათი წვლილი განუზომელი და სამაგალითოა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს თითოეული მათგანი, ის ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც, ამ დაუნდობელმა ომმა შეიწირა. მოვალენი ვართ პატივი მივაგოთ ამ დიდ გმირებს“- ამის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, 9 მაისი აღნიშნეს და ომში დაღუპული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები-500 ლარს მიიღებენ



