ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამებს ახორციელებს


ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა სახის პროგრამას ახორციელებს:
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის სოციალური დახმარება- შემდეგი კატეგორიებით
ა)ოჯახი, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში;
ბ)ოჯახს, რომელსაც ხანძარმა დაუზიანა საცხოვრებელი სახლი და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები;
გ)ოჯახი, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები;
მრავალშვილიანი ოჯახის (4 ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილით) სოციალური დახმარება;
ახალშობილის ოჯახის სოციალური დახმარება;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული
ოჯახის სოციალური დახმარება;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლის ოჯახის სოციალური დახმარება;
გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახის სოციალური დახმარება;
ასი წლისა და ას წელს გადაცილებული მოქალაქეების სოციალური დახმარება;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარება;
მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება;
სამედიცინო კვლევების დაფინანსება;
გეგმიური და სასწრაფო ოპერაციების დაფინანსება;
სააფთიაქო მომსახურების დაფინანსება;
სხვადასხვა სახის მკურნალობის დაფინანსება;
გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოა;
სოციალურად დაუცველ პირველკურსელ სტუდენტებს პირველი სემესტრი სრულად უფინანსდებათ;
წარმატებული სტუდენტებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური ხელშეწყობა ხდება;
ა.(ა).ი.პ ადიგენის სამუსიკო სკოლისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეებს სწავლას მერია უფინანსებს;
სპორტის დარგში წარმატებულ სპორტსმენებს ფინანსური დახმარება გადაეცემათ;
მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებულ მოსწავლეებს ფინანსური დახმარება გადაეცემათ;
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამებით არაერთი ბენეფიციარის ინტერესების გათვალისწინება და დაკმაყოფილება მოხდა. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მხარდაჭერა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება