fbpx



ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის,რომ ცოცხალია-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი მეტოქე ჯო ბაიდენი არ არის საკმარისად გონებამახვილი იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყოს. „მან ისიც კი არ იცის, რომ მაგალითად ცოცხალია. წარმოიდგინეთ. მე ვეწინააღდეგები ისეთ ვინმეს, ვინც უმარტივეს შეკითხვებსაც ვერ პასუხობს“,-განაცხადა ტრამპმა WJLA-TV-სთან ინტერვიუს დროს.

ჟურნალისტემა ამერიკის ლიდერს სთხოვა დაესახელებინა ჯო ბაიდენის თუნდაც ერთი დადებითი მხარე, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ვერ იხსენებს.

„კარგით, ვიტყოდი გამოცდილებას, მაგრამ სინამდვილეში გამოცდილებაც არ აქვს, იმიტომ, რომ მას ისიც არ ახსოვს გუშინ რა გააკეთა. აბა რა გამოცდილებაა? ის დიდი ხანია აქაა, და არავინ იცნობს როგორც ჭკვიან ადამიანს. რაც შეეხება სისუსტეებს, ვერ გეტყვით. ძალიან ბევრია და მთელი დღე ამაზე ვერ ვილაპარაკებ“,

განაცხადა ტრამპმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია