fbpx

ჯეფრი საქსი: ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოსაც ნატოს ნაწილად ვაქცევთ, ამის მიზეზი ნათელი იყო – ეს ჩვენი გზაა, რომ ევრაზიაში დომინანტები ვიყოთ, ეს არის ამერიკული უნიპოლარიზმი

ჩვენ ვართ ჰეგემონები ადრე მხოლოდ თურქეთი იყო ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ვთქვით: კარგი, ავიღებთ რუმინეთს და ბულგარეთსაც, ასევე, ავიღებთ უკრაინას და საქართველოსაც. არა ჩვენი ჯორჯია, არამედ შავი ზღვის საქართველო, – ამის შესახებ პროფესორმა ჯეფრი საქსმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა. ჯეფრი საქსი განმარტავს მიზეზებს, რატომ გადაწყვიტა აშშ-მ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ნატოს ნაწილად ქცევა. ის აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ს მოუტანდა ევრაზიაში დომინანტობას, ვინაიდან ასეთია ამერიკის უნიპოლარული პოლიტიკა “ეს არ არის ნატო – ჩრდილო-ატლანტიკური, თუ ხალხი რუკას ჩახედავს, ის ბევრად შორსაა, შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ საზღვარზე. მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოსაც ნატოს ნაწილად ვაქცევთ. ამის მიზეზი ძალიან ნათელი და აშკარა იყო – ეს ჩვენი გზაა, რომ ძირითადად ევრაზიაში დომინანტები ვიყოთ. თუ ვიქნებით შავი ზღვის რეგიონში დომინანტები, რუსეთს არაფრად ვაქცევთ, ხოლო თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ შეგვეძლება ევრაზიის კონტროლი. ეს ნიშნავს ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე და ჩვენი გავლენებით აღმოსავლეთ აზიის კონტროლს – ეს არის ამერიკული უნიპოლარიზმი: ჩვენ ვმართავთ მსოფლიოს, ჩვენ ვართ ჰეგემონები, ჩვენ ვართ ერთადერთი სუპერძალა.” – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება