უწყების ხელმძღვანელმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, დიალიზის სერვისისსატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლისა და ჰემოდიალიზის პროგრამისმიმდინარეობის საკითხები განიხილა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სექტორშიარსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.მინისტრის განცხადებით, წლების განმავლობაში, ჰემოდიალიზის დაფინანსებისმოდელი და ტარიფი უცვლელი იყო, დღეს კი აღნიშნული ტარიფი გაზრდილია.შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნითადა პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, დიალიზის სერვისისმიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა მომავალშიცგაგრძელდება.აღსანიშნავია, რომ თირკმლის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, მარტის მეორეხუთშაბათს აღინიშნება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებასთირკმლის დაავადებებისა და ამ დაავადებების თავიდან აცილების გზების შესახებ.შეხვედრას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია, თეა გიორგაძე დასამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.