fbpx

ხელჩართული ჩხუბი და დაშავებული ჟურნალისტები მარნეულში

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, მარნეულში საქართველოს „პირველი არხის“ გადამღები ჯგუფის კამერაც დაამტვრიეს, ოპერატორს კი – „ფიზიკურად გაუსწორდნენ“. ამავე ინფორმაციით, „შემთხვევა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა“.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლას გულისხმობს. უწყებისვე განმარტებით, „დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“.

ჟურნალისტების ცემის ფაქტი დაგმო „არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“. „არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს სამართალდამცველ უწყებებს „უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება“.

გამოძიების ოპერატიულად წარმართვისა და პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირების იმედი გამოთქვა სახალხო დამცველის აპარატმაც. „აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ ომბუდსმენის ოფისში.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია