fbpx



წინანდალში, სასტუმრო “რედისონ ქოლექშენში” ხანძარია!(ვიდეო)

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, წინანდალში მდებარე სასტუმრო „რედისონში“ ხანძრის პირველი წყარო ორთქლის აბანო, ე.წ. საუნა იყო. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობს და ხანძარი უახლოეს წუთებში მთლიანად ლოკალიზებული იქნება. “00:10 საათისთვის შემოვიდა შეტყობინება 112-ში ხანძართან დაკავშირებით.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო მანქანა, რომელიც ინტენსიური ცეცხლის ქრობის რეჟიმშია. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მთლიანად ლოკალიზებული იქნება ხანძარი და მეხანძრეები დაიწყებენ მუშაობას ცალკეული კერების ლიკვიდაციაზე.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 4 ერთეული ფართი, პირველადი მონაცემებით, ხანძრის პირველი წყარო იყო ორთქლის აბანო, ე.წ. საუნა. ეს თავისთავად არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ კარგია, რომ არცერთი დამსვენებელი და პერსონალი არ არის დაშავებული.

ცეცხლის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს,“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია