fbpx

ჩოხატაურის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა

ჩოხატაურის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები მერიაში შესვლას ცდილობენ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

„შეგვიშვან, ან გამოვიდეს ვინმე და დაგველაპარაკოს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი მტკიცებით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება არ მომხდარა.

ცოტა ხნის წინ, აქციაზე, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ყურანი და ბიბლია მიიტანა. როგორც მან აღნიშნა, რელიგიებს შორის დაპირისპირება სირცხვიალია.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. სოფელ ბუკნარში ქრისტიანული და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება. გუშინ , ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა აღნიშნული შეხვედრას მუსლიმი თემის წარმომადგენლები „არადამაჯერებელს“ უწოდებენ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია